შულტი ოტო ბალთაზარ
შულტი ოტო ბალთაზარ

შულტი ოტტო ვილჰელმ ბალთაზარ (Schult otto Wilhelm Baltasar, 1933, კაპელენი, ლუქსემბურგი – 01.V.2024) თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.VI.2014).

შ. ო. ბ. მიუნხენის ტექნ. უნ-ტში სწავლობდა ფიზიკას (1952-1955). ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა სადიპლომო ნაშრომი (1957) და სადოქტორო სწავლება განაგრძო გარხინგში პირველ კვლევით რეაქტორზე (ბირთვული რეაქტორი, 1961).

შ. ო. ბ. პროფესორ მაიერ-ლაიბნიცის ხელმძღვანელობით მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა  სამეცნ. აკად. ხარისხი (1959). მისი კვლევის არეალში მოქცეულია შემდეგი საკითხები: რენტგენისა და გამა-გამოსხივების ენერგიების გაზომვა, ბირთვული სტრუქტურის კვლევა, რადიოიზოტოპების გამოყენება ქიმიაში, აგრონომიასა და ბიოლოგიაში.

მეცნიერი მოღვაწეობდა აშშ-ში - ფლორიდის სახელმწ. უნ-ტსა და ნიუ-იორკის ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში (1961-1967). მას მიენიჭა რენტგენის სახ. პრემია (1969). იოჰანეს რაუს ინიციატივით  კიოლნის უნ-ტში მიიწვიეს და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინ-ტის  ექსპერ. ადრონული დინამიკის დეპარტ. ხელმძღვანელად დაინიშნა (1972-1998).